ჯონ მაკედონიელი

AutoSharing Option
მაკედონიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად უელსელი სპეციალისტი ჯონ ტოშაკი დაინიშნა. სახელოვანმა მწვრთნელმა კონტრაქტი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დამთავრებამდე გააფორმა.

პირველი გამოცდა უელსელს 2 სექტემბერს რუსეთის ნაკრებთან გასვლით შეხვედრაში ელის. ტოშაკამდე ამ თანამდებობაზე მირსად ოინუზი მუშაობდა, ვისი ხელმძღვანელობითაც ექსიუგოსლაველებმა მიმდინარე შესარჩევ ციკლში 6 შეხვედრაში სულ რაღაც 4 ქულა დააგროვეს. მაკედონია 10 აგვისტოს აზერბაიჯანთან ამხანაგურ შეხვედრასაც გამართავს, თუმცა ჯონ ტოშაკი ამ შეხვედრას მხოლოდ ტრიბუნებიდან მიადევნებს თვალს. გუნდს კი დროებითი მთავარი მწვრთნელი ბობან ბაბუნსკი გაუძღვება.

ტოშაკისთვის ბოლო სამუშაო ადგილი უელსის ნაკრები იყო,
რომელსაც ის 2004/10 წლებში ედგა სათავეში. საკლუბო დონეზე კი მას ბევრად უფრო დიდი გამოცდილება აქვს, უმუშავია რა "რეალში", "სპორტინგში", "რეალ სოსიედადში", "დეპორტივოში", "მურსიაში", "სენტ ეტიენში", "ბეშიქთაშსა" და "კატანიაში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული