პორტუგალიის ჩემპიონს უმდიდრესი ევროპული კლუბები ხან რომელი ფეხბურთელის გაყიდვას სთავაზობენ, ხან რომლის. ინგლისური "დეილი მეილის" ცნობით, "ტოტენჰემი" მზადაა ჟივანილდო პერეირა დე სოუზაში, ანუ უბრალოდ ჰალკში "პორტუს" 40 მილიონი ევრო გადაუხადოს და ამათგან - პიტერ კრაუჩი, რომან პავლუჩენკო, ვილსონ პალასიოსი, რომელიმე ფეხბურთელიც დაამატოს.
ჩვენი გაზეთი იმასაც წერდა, რომ "რეალი" და "რომა" კოლუმბიელი ფრედი გუარინის სამსახურით არიან დაინტერესებულნი. "მარკა" კი გვამცნობს, ფეხბურთელმა ესპანელებთან პირადი კონტრაქტი
ვიტორ პერეირამ საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, მისი თქმით, ის მზადაა, კვირაში რამდენჯერმე დილის ვარჯიშის შემდეგ ჟურნალისტებს 15 წუთი დაუთმოს. ეს ახალბედა მწვრთნელს პრესის წარმომადგენლებთან მეტი კონტაქტის საშუალებას მისცემს და ბუნებრივია, საზოგადოებას გუნდის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია ექნება. ეს კი, თავის მხრივ, ჭორების რაოდენობის შემცირებას შეუწყობს ხელს.
"პორტუს" გუშინ კოპა ამერიკის უკანასკნელი მონაწილეები დაუბრუნდნენ, ლაპარაკია 25 წლის ურუგვაელ მცველ ალვარო პერეირასა და 20 წლის კოლუმბიელ ნახევარმცველ ჯეიმს როდრიგესზე. მიუხედავად ამისა, პერეირას სრულ შემადგენლობასთან მუშაობის ბედნიერება არ მიეცა, რადგან მას ნაკრებებში გამოძახებული ფეხბურთელები ჟოაუ მოუტინიო, ანდრე კასტრო, სილვესტრე ვარელა, რუბენ მიკაელი (პორტუგალია) და ჯალმა კამპუში (ანგოლა) დააკლდნენ.
პორტუგალიური გამოცემა "რეკორდ ო ჟოგო" ამტკიცებს, რომ "დრაკონები" ლიეჟის "სტანდარდიდან" სტივენ დეფურის გადაბირებას გეგმავენ. ეს ტრანსფერი მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება, თუკი კლუბი "რომაში" გაუშვებს ბრაზილიელ ფერნანდოს. შეგახსენებთ, რომ სტივენის გადაბირებას აქამდე მოსკოვის "ლოკომოტივი" და "სპარტაკი" ცდილობდნენ, მაგრამ ფეხბურთელი რუსულ პრემიერლიგაში თამაშის პერსპეტივამ ოდნავადაც ვერ მოხიბლა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"