აშშ: ჰოვარდი - ჩერუნდოლო, ფისკალი, ბოკანეგრა, კასტილიო, ბეკერმანი, მ.ბრედლი (როჯერსი 72), ჯონსი (ში 60), დონოვანი, ტორესი (კლარკი 84), ბადლი (აგუდელო 60)
მექსიკა: ოჩოა - ხუარესი (აგილარი 75), რ.მარკესი (ხ.როდრიგესი 69), მორენო, სალსიდო, ბარერა (ბერმუდესი 72), ტორადო, ნაელსონი (დოს სანტოსი 55), ი.კასტრო, გუარდადო, პერალტა (არელანო 62)
გოლები: 0:1 პერალტა (17), 1:1 როჯერსი (74)
იურგენ კლინსმანმა ამერიკის ნაკრები 30 ივლისს, საკუთარ 47-ე დაბადების დღეზე ჩაიბარა. მისი წინამორბედის ბობ ბრედლის თანამდებობიდან გადაყენება ფედერაციამ ცვლილებების აუცილებლობით ახსნა.
გასაგებია, როცა მიილტვი რაღაც სასიკეთოდ შეცვალო,
გერმანელმა მოღვაწეობა ამერიკაში მექსიკასთან ფრით დაიწყო. მისმა ბიჭებმა პირველ ტაიმშივე გაუშვეს გოლი და რომ არა შეცვლაზე შესული რობი როჯერსი, ამასაც ვერ ეღირსებოდნენ. მატჩი საინტერესო საყურებელი იყო-თქო, რომ დავწეროთ, ტყუილი იქნება. არც ერთ და არც მეორე გუნდს შეტევაში ღირებული არაფერი გაუკეთებია.
თამაშის შესახებ შემდეგი ფაქტების აღნიშვნა შეიძლება: სტუმრებს თავიანთი ულაპარაკო ლიდერი ხავიერ ერნანდესი აკლდათ. მათი უსახური შეტევები შეიძლება ამით აიხსნას. აი, რითი შეიძლება მასპინძლები გავამართლოთ, ნამდვილად არ ვიცით. გასაგებია, რომ მწვრთნელი დებიუტანტია და მისი დარიგებები ბოლომდე ჯერ კიდევ არ ესმით, მაგრამ ფეხბურთელები განა სწორედ ასეთ სადებიუტო შეხვედრებში არ ინდომებენ ხოლმე ყველაზე მეტად ახალი დამრიგებლისთვის თავის მოწონებას?
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"