“ჩვენ მთელი 90 წუთის განმავლობაში ვდომინირებდით და მოხარული ვარ, რომ გოლები სწორედ საჭირო მომენტებში გავიტანეთ. როგორც გუნდის თამაშით, შედეგით ნასიამოვნები დავრჩი. კარგია, რომ გუნდში მყავს ჟერსონ კაბრალი, თავდამსხმელი, ვისაც მარტოს შეუძლია მეტოქის კართან ვითარების გამწვავებაც და გატანაც. მისი პირველი გოლი არაჩვეულებრივი იყო. აუცილებლად უნდა აღვნიშნო დანი ფერნადესის დაბრუნებაც. მოხარული ვარ, რომ მან ბოლოს და ბოლოს მოახერხა და მოედანს
გეტყვით, რომ ესპანელი დანი ფერნანდესი “დე კუიპზე” 2009 წელს გადავიდა და მას შემდეგ თითებზე ჩამოსათვლელი მატჩები ჩაატარა. 2009 წლის შემოდგომაზე ერედივიზიეში მან სულ რაღაც 4 მატჩი გამართა და უმძიმესი ტრავმის გამო ფეხბურთს ნახევარი წლით ჩამოშორდა. ამ დრომ განვლო. ის იყო დანი ბოლომდე უნდა გამოჯანმრთელებულიყო, რომ ისტორია განმეორდა. მუხლის ტრავმის გამო ფერნანდესმა მთელი შარშანდელი სეზონიც გამოტოვა.
აქვე უნდა ითქვას, რომ “როდასთან” “ფეიენოორდის” მაისურა მეასედ მოირგო გუნდის კაპიტანმა რონი ვლაარმა. ერედივიზიეს პირველ ტურში “ექსელსიორის” წინააღმდეგ კი ანალოგიური იუბილე აღნიშნა გუნდის ვიცე-კაპიტანმა ლეროი ფერმაც.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"