დატოვეს, მაგრამ ხელფასი შეუმცირეს

AutoSharing Option
სერბეთის ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან რადომირ ანტიჩის გათავისუფლება გადაიფიქრა, მაგრამ ეს უკანასკნელი მუშაობას შემცირებული ანაზღაურებით განაგრძობს, თუ რა თქმა უნდა, ამაზე თანახმა იქნება.

"თუ ანტიჩი დაგვთანხმდა, მასთან თანამშრომლობა სიამოვნებით გავაგრძელებთ, თუ არადა, ორშაბათს კონტრაქტს გავუწყვეტთ. ჩვენმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ფიასკო განიცადა და ანტიჩს ხელფასი ამიტომაც დავაკელით. მეორეს მხრივ, კარგად გვესმის, რომ ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის წინ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის შეცვლა დიდი რისკია", - აცხადებს სერბეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ტომისლავ კარაჯიჩი.

ვნახოთ, რას გადაწყვეტს თავად
ანტიჩი. შეგახსენებთ, მისი მოხსნის საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც სამხრეთაფრიკულ მუნდიალზე მსაჯები სიტყვიერად შეურაცხყო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული