მუნიოსი შვეიცარიაში

AutoSharing Option
გუშინ ესპანელმა სპეციალისტმა, 54 წლის მიგელ მუნიოსმა "ქსამაქსში" პირველი ვარჯიში ჩაატარა. შეგახსენებთ, რომ შვეიცარიულ კლუბში დიდი ცვლილებები მას მერე დაიწყო, რაც კლუბი ჩეჩენმა ბიზნესმენმა ბულატ ჩაგაევმა შეიძინა.

სახელოვან ესპანელთან ხელშეკრულება სეზონის ბოლომდე გაფორმდა. შეგახსენებთ, რომ აქამდე გუნდის მთავარი მწვრთნელი არანაკლებ ცნობილი ესპანელი სპეციალისტი, 56 წლის ხოაკინ კაპაროსი იყო. "იქამდე, ვიდრე "ქსამაქსში" მოვიდოდა, კაპაროსი კარგი მწვრთნელი იყო, - განუცხადა ჩაგაევმა ესპანურ "ასს". - ვფიქრობ, ის წარმატებით გააგრძელებს სამწვრთნელო კარიერას ამის შემდეგაც.

რაც შეეხება ახალ დამრიგებელს, მისგან და მისი შტაბისგან მაქსიმალურ თავდადებას
ვითხოვთ. შაბათს ჩვენ უკვე შევხვდით ფეხბურთელებს და ბევრ რამეზე ვიმსჯელეთ. შეხვედრა მეტად პროდუქტიული იყო. ვფიქრობ, გვაქვს უფლება, მომავალს ოპტიმისტურად ვუყუროთ".

მუნიოსი, როგორც ფეხბურთელი "სარაგოსასა" და "ბარსელონაში" თამაშით იყო ცნობილი. მის ანგარიშზეა 30 თამაში ესპანეთის ნაკრებში. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ის მუშაობდა "ვილიარეალსა" და მშობლიურ "სარაგოსაში", ვისთან ერთადაც ესპანეთის თასი მოიგო. მას უმუშავია ესპანეთის ფარგლებს გარეთაც - 2006/07 წლებში "პანათინაიკოსს" ედგა სათავეში. 2009 წლის შემდეგ კი ის უმუშევარი იყო.

ბოლოს კი გეტყვით, რომ წლის დასაწყისში ბატონმა ვიქტორმა კონტრაქტი კინაღამ გროზნოს "ტერეკთან" გააფორმა. კლუბმა ოფიციალურად გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეთანხმება უკვე მიღწეული იყო, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ჩეჩნურმა მხარემ იჩქარა. ესპანელმა კონტრაქტს ხელი არ მოაწერა. დაიწერა, თითქოს ყველაფრის მიზეზი მუნიოსის ფინანსური მოთხოვნები იყოო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული