ფიფას დელეგაცია პუტინს ესტუმრა

AutoSharing Option
ფიფას სპეციალური კომისია მოსკოვშია, სადაც დეტალურად შეისწავლის, შესწევს თუ არა რუსეთს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ტურნირის მასპინძლობის უნარი. როგორც იცით, ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოში 2018 და 2022 წლების მუნდიალის ჩატარებაზე აქვს განაცხადი შეტანილი.

ფიფას დელეგაციამ, რომელიც დედაქალაქამდე სანკტ-პეტერბურგს ეწვია, დაათვალიერა მოსკოვის საფეხბურთო ობიექტები და ინფრასტრუქტურა, ასევე შეხვდა სხვადასხვა თანამდებობის პირებს. შეხვედრებს შორის ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინთან აუდიენცია იყო.

პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთში ფეხბურთი ძალიან პოპულარულია და ქვეყანას მსოფლიოს ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩატარების ძალა შესწევს.
მისი თქმით, მუნდიალის სამასპინძლოდ 13 ქალაქი და 16 სტადიონი იქნება მზად.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული