როგორც ვებგვერდი "ინსაიტფუტბოლი" იუწყება, "სპარტაკის" ხელმძღვანელობა მზადაა, რაფას ორწლიან ხელშეკრულებაში ექვსი მილიონი ევრო შესთავაზოს. პირველ ეტაპზე ესპანელს პროგრამა მინიმუმი - რუსეთის ჩემპიონობა და ჩემპიონთა ლიგაში ღირსეული ასპარეზობა დაევალება. შემდეგ კი, შეიძლება ამბიციები გაიზარდოს.
კლუბის ამჟამინდელი აღმასრულებელი დირექტორი, მთავარი მწვრთნელის მოვალეობების შემსრულებელი ვალერი კარპინი წელიწადზე მეტია ისეთ სპეციალისტს ეძებს, ვისაც რეალურად ხელეწიფება გუნდის გაძლირება
აქვე გეტყვით, რომ პორტუგალიური პრესის ცნობით, "პორტუ" მზადაა მოსკოველებს 25 წლის ველიტონში 7 მილიონი ევრო გადაუხადოს. ბოლო პერიოდში თავდამსხმელზე რუსეთში დიდი ზეწოლაა, რადგან ის ზედიზედ ორჯერ გააძევეს მეკარეების წინააღმდეგ უხეში თამაშისთვის.
პირველ შემთხვევაში მას 6-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, ანალოგიური საქციელის დუბლებში ჩადენის გამო კი სანქციაზე ჯერ არ უმსჯელიათ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"