ჟილინა თითქმის ლიგაშია

AutoSharing Option

სანკტ პეტერბურგში ფრანგთა კარში ანგარიში უკვე მე-3 წუთზე გაიხსნა, როცა მარცხნიდან დანკო ლაზოვიჩმა ჩააწოდა და თავით ალექსანდრ კერჟაკოვმა იყოჩაღა. "ზენიტის" ფანტასტიკურ სტარტს გოლთა წვიმა აღარ მოჰყოლია, "ოსერმა" მეტი აღარ გაუშვა და ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლის შანსი შეინარჩუნა.

ბერნში 5-გოლიანი თრილერი გათამაშდა, შვეიცარიის ჩემპიონმა "იანგ ბოისმა" თითქმის სენსაცია მოახდინა - პირველ ნახევარ საათში მასპინძლები "ტოტენჰემს" 3:0-ს უგებდნენ, თუმცა პირველ ტაიმში ბასონგმა, მეორეში კი რუსმა პავლიუჩენკომ ლონდონელებს ჯგუფურ ეტაპზე გასვლის შანსი შეუნარჩუნეს. აღსანიშნავია პავლიუჩენკოს ყუმბარისებული, აუღებელი დარტყმა.

ნორვეგიაში დანიის ჩემპიონ "კოპენჰაგენს" საპასუხო

მატჩის წინ იმედი იესპერ გრონკიაერმა მისცა, ვეტერანმა დანიელმა მატჩის დასრულებამდე 6 წუთით ადრე გაუტანა მასპინძლებს - 1:2. ათი კაცით მოთამაშე კიევის "დინამო" ვერ გაუმკლავდა "აიაქსს", საპასუხო მატჩის წინ ფავორიტი ჰოლანდიური გუნდია.ჩეხურ-სლოვაკური დერბი კი მოულოდნელად "ჟილინამ" მოიგო 2:0 და ფაქტობრივად ჯგუფური ეტაპის საგზური გაინაღდა.

ზენიტი (რუსეთი)-ოსერი (საფრანგეთი) 1:0
ზენიტი (4-3-3): მალაფეევი - ანიუკოვი, ბ. ალვეში, ლომბაერტსი, ჰუბოჩანი - სემაკი (90. ზირიანოვი), დენისოვი, შიროკოვი - ლაზოვიჩი (60. ჰუსტი), კერჟაკოვი (78. ბუხაროვი), დანი.
ოსერი (4-2-3-1): სორენი - ენგბარი, კულიბალი, მინიო, გრიხტინგი - პედრეტი, ნდინგა - ოლიეჩი (90. კერსია), ლე ტალეკი, ბირსა (70. კონტუტი) - იელენი.
გოლი: 1:0 კერჟაკოვი (3)

დინამო (უკრაინა)-აიაქსი (ჰოლანდია) 1:1
დინამო (4-2-3-1): კოვალი - ალმეიდა, ბეტაო, მიხალიკი, პოპოვი - ერიომენკო, ვუკოევიჩი - გუსევი (82. დ. სილვა), გარმაში, იარმოლენკო (70. ანდრე) - შევჩენკო (77. ელ კადური).
აიაქსი (4-3-3): სტეკელენბურგი - ვან დერ ვილი, ოლეგერი, ვერტონგენი, ანიტა (61. სულეიმანი) - ენო (69. ერიკსენი), დე იონგი, დე ზეუვი - სუარესი, ელ ჰამდაუი, ემანუელსონი.
გოლები: 0:1 ვერტონგენი (57), 1:1 გუსევი (66)
გაძევება: გარმაში (56. დინამო)

როსენბორგი (ნორვეგია)-კოპენჰაგენი (დანია) 2:1
როსენბორგი (4-4-2): ორლუნდი - ლუსტიგი, სტადსგაარდი, დემიდოვი, დორსინი - სკიელბერდი, ანანი, ივერსენი (85. ვინსნესი), ჰენრიკსენი - ოლსენი (65. ბაკენგა), პრიკა.
კოპენჰაგენი (4-4-2): ვილანდი - პოსპეხი, ზანკა, ანტონსონი, ვენდტი - კვისტი, კლაუდემირი, კრისტენსენი (67. ნორეგაარდი), ვინგაარდი (67. ბერგვოლდი) - ნდოიე, გრონკიაერი.
გოლები: 1:0 ივერსენი (23), 2:0 ჰენრიკსენი (57), 2:1 გრონკიაერი (84)

სპარტა (ჩეხეთი)-ჟილინა (სლოვაკეთი) 0:2
სპარტა (4-1-4-1): ბლაჟეკი - ბონდოა, რჟეპკა, ბრაბეცი, პამიჩი - ჰოჰენედერი - ჟოფჩაკი (77. ზემანი), კუჩკა, ვახუშეკი (90. იესლინეკი), ლაჩნი (68. ტრეშნიაკი) - კვეუკე.
ჟილინა (4-4-2): დუბრავკა - გულდანი, პიაჩეკი, პეჩალკა, მრაზი - რილკე (79. ჟოშაკი), ბელო, იეჟი, მაიტანი (87. პოლიაჩეკი) - სესეი (91. შურეკი), ორავეჩი.
გოლები: 0:1 სესეი (51), 0:2 ორავეჩი (73)

იანგ ბოისი (შვეიცარია)-ტოტენჰემი (ინგლისი) 3:2
იანგ ბოისი (4-2-3-1): ვოლფლი - სუტერი, აფოლტერი, ჯემალი, შპიხერი - ტ. დუბაი, ჰოხშტრასერი - დეგენი (90. რაიმონდი), კოსტანცო (65. შნეუვლი), ლულიჩი - ბიენვენუ.
ტოტენჰემი (4-4-2): გომეში - ჩორლუკა, ბასონგი, დოუსონი, ასუ-ეკოტო (36. ჰადლსტოუნი) - დოს სანტოსი, პალასიოსი, მოდრიჩი (46. კრანჩარი), ბეილი - დეფო (66. კინი), პავლიუჩენკო.
გოლები: 1:0 ლულიჩი (4), 2:0 ბიენვენუ (13), 3:0 ჰოხშტრასერი (28), 3:1 ბასონგი (42), 3:2 პავლიუჩენკო (83)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული