კამერუნი კლემენტემ ჩაიბარა

AutoSharing Option
კამერუნის ფეხბურთის ფედერაციამ ხანგრძლივი განსჯის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო და ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად გამოცდილი ესპანელი ხავიერ კლემენტე დანიშნა. 60 წლის კლემენტეს ასისტენტებად კი ახლო წარსულში ცნობილი ისეთი კამერუნელი ფეხბურთელები იმუშავებენ, როგორებიც ფრანსუა ომამ ბიიკი და ჟაკ სონგო"ო არიან.

კლემენტემ სახელი გასული საუკუნის 90-იან წლებში, ბილბაოს "ატლეტიკში" მუშაობისას გაითქვა, რასაც ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში მოღვაწეობა მოჰყვა, რასაც ვერც წარუმატებელს ვუწოდებთ და ვერც – დიდად წარმატებულს.

კლემენტესა და მისი სამწვრთნელო შტაბის დებიუტი 4 სექტემბერს შედგება, როცა "მოუთვინიერებელი ლომები" აფრიკის ერთა თასის შესარჩევ მატჩში
მავრიტანიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული