შეცდომები, გაუგებრობა და უსამართლობა

AutoSharing Option
ერედივიზიეს მე-8 ტურში "გრონინგენთან" წაგების შემდეგ ფრანკ დე ბური იმდენად აღშფოთებული იყო, რომ თავდაპირველად უარი თქვა, კომენტარი გაეკეთებინა განვლილ მატჩზე, თუმცა მოგვიანებით ის მაინც შეხვდა ჟურნალისტებს და განუცხადა:

"მას შემდეგ, რაც მინდორზე 10 კაცით დავრჩით (გრეგორი ვან დერ ვილმა 61 წუთზე წითელი ბარათი მიიღო. რედ), ჩვენ უფრო ენერგიულად და აგრესიულად ავთამაშდით. თუკი თამაშს ვაგებთ, გამოდის, რომ რაღაც არ გამოგვივიდა ტექნიკურად, ტაქტიკურად. მეორედ მსგავსი რამ აღარ უნდა განმეორდეს. აუცილებელია, რომ დასაწყისიდანვე მეტი ვიფიქროთ.

საშინელება იყო, რომ ფეხბურთელებმა სირბილი მხოლოდ მას მერე
დაიწყეს, რაც ვან დერ ვილი გაგვიძევეს. ასე უნდა გვეთამაშა ზუსტად პირველი წუთებიდან. თუკი სათამაშოდ გამოხვედი, ეს ნიშნავს, რომ უნდა ითამაშო, ჩვენ კი რეაქცია მხოლოდ მას მერე გვაქვს ხოლმე, როცა რაღაც განსაკუთრებული შეგვემთხვევა. ეს ცუდი მაგალითია და ამის შესახებ ბიჭებს გასახდელში უკვე ველაპარაკე. მათ ნამდვილად მართებთ დაფიქრება".

დე ბურმა ცალკე კომენტარი გააკეთა ვან დერ ვილის წითელ ბარათთან დაკავშირებით. აი, რას ფიქრობს ის: "გრეგორის ბურთი ხელში შემთხვევით მოხვდა. მატჩის არბიტრის რიჩარდ ლისველდის გადაწყვეტილების არ მესმის. რატომ დანიშნა პენალტი? აუცილებლად გავუგებდი, სხვა სიტუაციაში უბრალოდ მეორე ყვითელი ბარათი რომ მიეცა, მაგრამ ასეთ დროს პენალტი? თუკი ასეა, მაშინ ყველა მსაჯი ასე უნდა მოიქცეს. "ტვენტესთან" ანალოგიური რამ შეგვემთხვა, ლეროი ფერს ხელზე მოხვდა, პენალტი დაინიშნა, მაგრამ მისთვის მეორე ყვითელი არ უჩვენებიათ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული