70-ე წუთისთვის მასპინძელმა გულშემატკივრებმა ცალკე სექტორში განთავსებული თანაქალაქელები, ასე ვთქვათ, დუელში გამოიწვიეს და მათ დასანახად "ციურიხის" სიმბოლიკიანი საგნების დახევასა და დაწვას შეუდგნენ.
სტუმრებმა საპასუხოდ მეტოქის სექტორში გადაინაცვლეს და "მტყუან-მართლის გარჩევას" შეუდგნენ. ასეთ გარჩევებს კი რა მოსდევს ხოლმე, მშვენივრად მოგეხსენებათ. შედეგად დაშავებულები ორივე მხრიდან არიან. სულ სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება ექვსმა ადამიანმა მიიღო.
პოლიციის წარმომადგენლის მარკო ბიზას განცხადებით, ლაპარაკია მხოლოდ მსუბუქ ტრავმებზე. რაც შეეხება ხულიგნებს, სამართალდამცავებმა
რაც შეეხება თავად მატჩს, ის შეხვედრის მთავარი მსაჯის საშა კევერის გადაწყვეტილებით 77-ე წუთზე შეწყდა. ამ დროისთვის "გრასჰოპერსი" 2:1-ს იგებდა. შვეიცარიის სუპერლიგის სადიციპლინო კომიტეტი მატჩის შესახებ გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"