"აიაქსის" ტრავმათა ეპიდემია

AutoSharing Option
ამ დღეებში კოლბეინ სიგტორსონის შემდეგ სერიოზული ტრავმა კიდევ ერთმა აიაქსელმა, 22 წლის ტობი ალდერვეირელდმა მიიღო. ჰოლანდიის ჩემპიონთა წამყვანმა ცენტრალურმა მცველმა კოჭი ბელგიის ნაკრების შეკრებაზე დაიზიანა.

ექიმების წინასწარი დასკვნით მას, მინიმუმ, ორი კვირის უქმად გატარება მოუწევს. ტობი არამხოლოდ ბელგიის ეროვნულ გუნდს დააკლდება ყაზახეთთან და გერმანიასთან შეხვედრებში, არამედ "აიაქსსის" შემადგენლობაშიც არ იქნება 15 ოქტომბერს "ალკმაართან" პრინციპულ დაპირისპირებაში.

საეჭვოა მისი ასპარეზობა 18-ში ზაგრებში ადგილობრივ "დინამოსთანაც". ტობიასი 23 ოქტომბერს "ფეიენოორდთან" გასამართი შეხვედრისთვის, წესით, მზად უნდა იყოს.

რაც შეეხება სიგტორსონს, მისი მდგომარეობა ალდერვეირელდისგან განსხვავებით ძალიან
სერიოზულია. საუკეთესო შემთხვევაში 21 წლის ისლანდიელი მინდორს დეკემბერში დაუბრუნდება.

ექიმები პროგნოზისგან თავს იკავებენ, რადგან ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტულის თქმა შეუძლებელია. მიზეზი "გრონინგენთან" მიღებული ფეხის ტრავმაა. პირველადი დასკვნა ტრავმის სირთულესთან დაკავშირებით არ დადასტურდა - ის ბევრად უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა. სახეზეა არა წვივის მცირე ძვლის უბრალო დაზიანება, არამედ მოტეხილობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული