გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო იქნებოდა იმ გუნდებზე მოთხრობა, რომლის ფეხბურთელებს უწევდათ ან დღემდე უწევთ გარკვეულ რისკზე წასვლა ფეხბურთის თამაშის პარალელურად. შავ სიაში ერთბშად ორი რუსული კლუბი მოხვდა. რატომ, ამ ყველაფერზე ქვემოთ შეიტყობთ.
1. ანჟი (რუსეთი)
“ანჟის” მშობლიურ ქალაქ მახაჩყალაში ცხოვრება იმდენად საშიშია, რომ ფეხბურთელები იქ მხოლოდ სათამაშოდ ჩადიან. თამაშის
2. ტერეკი (რუსეთი)
ლეგენდარული ჰოლანდიელი რუუდ გულიტი “ტერეკიდან” ცუდი შედეგების გამო გაუშვეს. პრემიერლიგის მორიგი ტურის მატჩამდე კი მწვრთნელს პირდაპირი ტექსტით განუცხადეს: თამაშს მოიგებ ან პრობლემები შეგექმნებაო. მუქარას კიდევ აიტანს ადამიანი, მაგრამ როცა ამ სიტყვების ავტორი რამზან კადიროვია, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის ახმატ კადიროვის შვილი მაშინ... 35 წლის რამზანს საზოგადოების წინაშე არაერთხელ განუცხადებია, რომ მისი მამის (დაიღუპა 2004 წლის მაისში) მკვლელებს უკვე გაუსწორდა: “უკვე მოვკალი ის, ვინც უნდა მომეკლა, იმათმაც უკვე მიიღეს კუთვნილი სასჯელი, ვინც ჩვენს ზურგს საქმეებს ხლართავდა”. სურათის უკეთ დასახატად გამოცემა ამატებს, რომ რამზან კადიროვს სახლში “შინაურ ცხოველებად” ლომი და ვეფხვი ჰყავს, მეგობრობით კი სკანდალისტ მოკრივე მაიკ ტაისონთან მეგობრობს.
3. მარსელი (საფრანგეთი)
უკანასკნელი 8 თვის განმავლობაში “მარსელის” 8 ფეხბურთელი დააყაჩაღეს. ბრაზილიელმა ვიტორინო ჰილტონმა “მონპელიეში” გადაბარგება იმ მარტივი მიზეზის გამო გადაწყვიტა, რომ მისი სახლი ამ ქალაქში პირწმინდად “გაასუფთავეს”, ამას გარდა ყაჩაღები სასტიკად გაუსწორდნენ ფეხბურთელს, მისი ოჯახის წევრები კი ტყვედ აიყვანეს. ამბობენ, რომ ლუჩო გონსალესის მთავარი პრობლემასაც ხმელთაშუა ზღვის პირას სწორედ კრიმინალები წარმოადგენენ. ის ეხვეწა და ემუდარა კლუბის მესაკუთრეებს, მისთვის თავისუფალი აგენტის სტატუსი მიენიჭებინათ მას მერე, რაც სახლში შეიარაღებული ადამიანები შეეჭრნენ და მასა და მის მეუღლეს მოკვლით ემუქრებოდნენ იმის მიუხედავად, რომ სახლში არსებული ძვირფასეულობა მათ ხელში იყო. მათ ფეხბურთელს წაართვეს ასევე საკრედიტო ბარათები და ძვირფასი ავტომობილი.
4. ტოგოს ნაკრები
2010 წელს ანგოლაში უცნობმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ ის ავტობუსი დაცხრილა, სადაც აფრიკის თასზე მონაწილეობის მისაღებად მიმავალი ტოგოს ნაკრების ფეხბურთელები ისხდნენ. კალაშნიკოვის ტყვიებს მძღოლი მარიო აჯოუა ემსხვერპლა, მცველმა სერჟ აკაკპომ და მეკარე კოჯოვი ობილალემ კი მძიმე ჭრილობები მიიღეს. ხუთი ადამიანი მსუბუქად დაზიანდა, მათ შორის ნაკრების ექიმები და ჟურნალისტები. ნაკრების დაცვასა და თავდამსხმელებს შორის სროლა ნახევარი საათს გრძელდებოდა და ანგოლის პოლიცია ადგილზე მხოლოდ ამის მერე გამოცხადდა. მთელი ეს დრო ფეხბურთელები ავტობუსში სავარძლების ქვეშ იმალებოდნენ.
5. პორტუგეზა (ბრაზილია)
“პორტუგეზამ” შინაურ ჩემპიონატში “ვილი ნოვასთან” წააგო, რასაც მათ გასახდელში ოთხი ავტომატიანის შეჭრა მოჰყვა. თავდამსხმელებმა იქ მყოფებს გასაგებად “აუხსნეს”, რომ თუკი მომავალშიც ასეთ ცუდ შედეგებს აჩვენებდნენ, დიდ უსიამოვნებებს გადაეყრებოდნენ.
6. რომა (იტალია)
“რომაში” შავკანიანი ფეხბურთელები თავს მთლად კომფორტულად ვერ გრძნობენ, რადგან მათზე თავდასხმა არაერთხელ მომხდარა. მაგალითად 26 წლის აჰმედ ბადუსოს უცნობები დახვდნენ, სასტიკად სცემეს და მანქანა წაართვეს იმ მიზეზით, რომ კითხვაზე, წავიდოდა თუ არა კლუბიდან, უარით უპასუხა. სტეფან ოკაკა კი იმის გამო გაილახა, რომ მატჩის შემდეგ ავტოგრაფების გაცემაზე უარის თქვა.
7. ცრვენა ზვეზდა (ბელგრადი)
2008 წელს “ცრვენა ზვეზდას” გულშემატკივარს 10 წელი იმიტომ მიუსაჯეს, რომ სტადიონზე პოლიციელის მოკვლა სცადა. ბელგრადელი ფანების სინდისზეა ასევე “ტულუზის” გულშემატკივრის სიკვდილი, რომელიც სერბებმა ევროპის ლიგაზე “პატიზანისა” და “ტულუზის” მატჩის შემდეგ ჩაიგდეს ხელთ და სასტიკად გაუსწორდნენ. ყველაზე სისხლიანი დაპირისპირება კი მათ 1990 წელს მოაწყვეს, როცა ზაგრების “დინამოსთან” “წითელი ვარსკვლავების” დაპირისპირებისას მასობრივი ჩხუბის დროს 60 ადამიანი დაშავდა.
8. ინდეპენდიენტე (არგენტინა)
არგენტინელმა მატიას ალმეიდამ “ინდეპენდიენტესთან” კონტრაქტი გააფორმა და რამდენიმე დღეში ევროპაში გაიქცა. მიზეზი გახდა ის, რომ მას პოლიციიდან აცნობეს, შენი ოჯახის წევრები კრიმინალებს მოსატაცებელთა სიაში (თავისთავად ეს ცნება უკვე მიუთითებს, რასთან გვაქვს საქმე) ჰყავთო. მატიასის თქმით, მას არ სურდა პოლიციის მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ ცხოვრება და შუქნიშანზე ყოველ გაჩერებაზე გულის ხეთქვა, რათა მისთვის ვინმეს რამე არ დაეშავებინა.
9. სელესიონ დე კოროიკო (ბოლივია)
ფეხბურთელი, რომელიც ამ კლუბში თამაშს დათანხმდება, მზად უნდა იყოს, რათა სიცოცხლე ყოველდღიურად სასწორზე შეაგდოს. თანაც საფრთხეს კრიმინალები კი არ ქმნიან, არამედ ბუნება. კლუბის საწვრთნელი ბაზა ქალაქიდან 70 კმ-შია, მისკენ სავალ გზაზე კი ქვათა ცვენისა და მეწყერის გამო ყოველწლიურად საშუალოდ 100 ადამიანი იღუპება. “სიკვდილის გზა”, სწორედ ასე შეარქვეს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ამ გზას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"