სამართალი უეფასია

AutoSharing Option
შვეიცარიის სასამართლომ უეფას წინააღმდეგ საფეხბურთო კლუბ "სიონის" სარჩელი არ დააკმაყოფილა. შეგახსენებთ, რომ კლუბი ევროპის საფეხბურთო მმართველი ორგანიზაციისგან ევროპის ლიგაში დაბრუნებას ითხოვდა, სადაც მასამ კვირაში ფრანგულ "რენთან" უნდა ეთამაშა.

რამდენიმე დღით ადრე უეფაში მივიდა შეტყობინება, რომ ლოზანის სპორტული საარბიტრაჟო სასამართლო 18 ოქტომბერს მის წარმომადგენლებს სხდომაზე იბარებდა. მსგავსი შეტყობინება მივიდა ასევე "უდინეზეს", "სელტიკის", "ატლეტიკოსა" და "რენის" ოფისებში.

საქმე ის არის, რომ აღნიშნულმა კლუბებმა, რახან საქმის განხილვა შეიძლება მათ ინტერესებსაც შეხებოდა, თავად ითხოვეს სხდომაზე დასწრებისა და მონაწილეობის უფლება. 14 ოქტომბერს აღნიშნული კლუბების წარმომადგენლები
უკვე შეხვდნენ ერთმანეთს უეფას ოფისში, სადაც წინასწარ განიხილეს "სიონის" ევროპის ლიგაში დაბრუნების სცენარი, თუკი ლოზანის სასამართლო კლუბის სარჩელს დააკმაყოფილებდა. ბუნებრივია, მსგავსი გეგმა უნდა განხილულიყო, რადგან ამ შემთხევვაში კლუბებს ევროპის ლიგის კონკრეტული ჯგუფის ფორმატის შეცვლის შემდეგ უამრავი პრობლემი გადალახვა მოუწევდათ.

სასამართლოს სხდომის დაწყებამდე კლუბებმა და უეფამ ერთდროულად მიმართეს მართლმსაჯულების ორგანოს და სთხოვეს, რომ გადაწყვეტილება მაქსიმალურად მოკლე ვადებში ყოფილიყო გამოტანილი. მათგან განსხვავებით "სიონის" წარმომადგენელმა იმდენად აშკარად მოინდომა პრაქტიკულად უმიზეზოდ სხდომის გადადება და საქმის გაჯანჯლება, რომ მოსამართლემ მის მოქმედებას "შეურაცხმყოფელი" უწოდა. საბოლოო შედეგის შესახებ უკვე მოგახსენეთ.

აქვე შეგახსენებთ, რომ უეფამ თავის დროზე "სიონი" გათამაშებიდან იმიტომ მოხსნა, რომ "სელტიკთან" ევროპის ლიგის პლეი ოფის შეხვედრაში ისეთი ფეხბურთელები ათამაშა, რომლებიც უეფასთვის გაგზავნილ განაცხადში საერთოდ არ ფიგურირებდნენ, რისი უფლებაც კლუბს, ბუნებრივია, არ ჰქონდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული