უკვე ზედმეტი იყო

AutoSharing Option
ევროპის ლიგაში მშვენიერი შედეგების მიუხედავად ზედიზედ 3 წაგება ("ბირმინგემი" 1:2, "კორტრიიკი" 1:2 და "გენკი" 4:5) "ბრიუგეს" ხელმძღვანელობამ "ზედმეტ ფუფუნებად" მიიჩნია და მთავარი მწვრთნელი, 56 წლის ჰოლანდიელი ადრი კოსტერი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ამ უქმეებზე სახელოვანი კლუბი უბრალოდ საშვილიშვილოდ შერცხვა, როცა "გენკთან" 4:2-ს იგებდა და საბოლოოდ კი დამარცხდა. კოსტერი "ბრიუგეში" 2009 წლის აპრილიდან მუშაობდა.

"ჩვენი თამაში ხშირად იწვევდა დადებით ემოციებს მაყურებელში, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ზედიზედ წავაგეთ თამაშები. თანაც ბოლოს ისე დავმარცხდით, რომ უზარმაზარი უპირატესობა ვერ შევინარჩუნეთ. ამბიციური კლუბისთვის ეს მიუღებელი
შედეგია. გადაწყვეტილება მთავარი მწვრთნელის გათავისუფლების შესახებ ძნელად მისაღები იყო, მაგრამ მთავარი იყო, რომ საჭირო ნაბიჯი დროულად გადაგვედგა. ახლა ისღა დაგვრჩენია, ახალი მწვრთნელი ვეძებოთ," - თქვა "ბრიუგეს" სპორტულმა დირექტორმა სვენ ვერმანტმა. ეს უკანასკნელი გულშემატკივარს შეიძლება "შალკეში" თამაშით ახსოვდეს.

გუნდს დროებით კოსტერის ყოფილი თანაშემწე რუდი ვერკემპინკი და დუბლების თავკაცი ფილიპ კლემანი ჩაუდგებიან სათავეში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული