ფედერაციის რეაქციამაც არ დააყოვნა. ამ ორგანიზაციის იურიდიულმა განყოფილებამ განმარტა, თუ რატომ არ შეიძლება დაკმაყოფილდეს მირონ მარკევიჩის ოფიციალური თხოვნა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ფედერაციის იურისტებმა შრომითი კანონმდებლობაზე დაყრდნობით განმარტებისას არც სარკაზმზე თქვეს უარი, ამიტომ შევეცადეთ, ამ პასუხის თარგმნისას მისი სტილი და პათოსი დაგვეცვა:
"ჯერ ერთი, ბატონი მარკევიჩის განცხადება პირადად მის მიერ უნდა
და მეორეც, კანონი არ ითვალისწინებს შრომითი ხელშეკრულების გაწყვეტას ისეთ საფუძველზე, როგორიცაა "ადამიანისა და საფეხბურთო საქმიანობის სუბიექტის პატივმოყვარეობისა და ღირსების შელახვა". პირიქით, კანონი მხოლოდ ოთხ კონკრეტულ საბაბს ითვალისწინებს:
- დაქირავებულის ავადმყოფობა;
- დაქირავებულის ინვალიდობა;
- მესაკუთრისა თუ დამქირავებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების დარღვევა;
- კანონის 38-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები.
38-ე მუხლი ითვალისწინებს შემდეგ საფუძვლებს დაქირავებულის მიერ ნებისმიერი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების გაწყვეტისა:
- საცხოვრებელი ადგილის შეცვლა;
- მეუღლის გადასვლა სხვა სამსახურში, რომელიც დაშორებულია ძველ საცხოვრებელ ადგილს და ახალ ადგილზე გადასვლას მოითხოვს;
- სასწავლო დაწესებულებაში შესვლა;
- მოცემულ ადგილას ცხოვრების, სამედიცინო დასკვნით დამტკიცებული შეუძლებლობა;
- ორსულობა;
- 14 წლამდე ასაკის ან ინვალიდი ბავშვის მოვლა;
- პენსიაზე გასვლა, სამედიცინო დასკვნასთან შესაბამისად ოჯახის ავადმყოფი წევრის ან I ჯგუფის ინვალიდის მოვლა;
- სხვა სამსახურში კონკურსის შედეგებით მოწყობა, ასევე სხვა საპატიო მიზეზები.
ამრიგად, ბატონი მარკევიჩის განცხადება გათავისუფლებისთვის არანაირ საფუძველს არ შეიცავს.
შესაბამისად, უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას ბატონი მარკევიჩ მ. ბ.-ს განცხადების არც განხილვის საფუძველი აქვს, და მით უფრო, არც მისი დაკმაყოფილების", - ნათქვამია უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის საპასუხო განცხადებაში.