სამართლიანი კრიტიკა

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი, 47 წლის რომარიო ფიფასადმი ნეიტრალურად განწყობილი არასოდეს ყოფილა. ხშირად მოგვისმენია მისი კრიტიკული მოსაზრებები მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის შესახებ.

მის არგუმენტებს რიგ შემთხვევაში ადამიანი შეიძლება დაეთანხმოს, შეიძლება - არა, მაგრამ ის, რის გამოც მან ასოცოაციას ამჟამად შეუტია, ჩვენი აზრით, სრულიად სამართლიანია. ფიფაში შეიმუშავეს წესები 2014 წელს ბრაზილიაში ჩასატარებელი მსოფლიოს ჩემპიონატის დროს კომერციული უფლებების, ბილეთებისა და ალკოჰოლის გაყიდვის შესახებ. ეს უკანასკნელი წესი კონფედერაციათა თასის გათამაშებასაც ეხება.

აქვე გეტყვით, რომ ბრაზილიის კანონმდებლობა კრძალავს სპორტული ტურნირების მიმდინარეობისას არენებზე ალკოჰოლური პროდუქციით
ვაჭრობას. ამას გარდა სტუდენტებსა და პენსიონერებს საშუალებას აძლევს ბილეთები ნახევარ ფასად შეიძინონ. თუკი ფიფამ ახალი წესები დაამტკიცა, ის ჩემპიონატის სპონსორებს დაუბრკოლებლად მისცემს ალკოჰოლით ვაჭრობის უფლებას სადაც კი გაუხარდებათ.

მეტიც, ფიფამ შეიძლება ტანსაცმლის კონკრეტული ატრიბუტებით სტადიონებზე მოხვედრაც კი აკრძალოს, თუკი სპონსორი კომპანიები მიიჩნევენ, რომ ის მიუღებელია მათთვის წარმატებული მარკეტინგული კამპანიის ჩასატარებლად. ბუნებრივია ფიფა გააკონტროლებს ასევე ბილეთების გაყიდვასაც. რომარიო სააგენტო “ასოშიეიტედ პრესს” გაესაუბრა და განუცხადა, რომ მისი აზრით, აღნიშნული ორგანიზაცია თავის თავს მეტისმეტის უფლებას აძლევს, რაც დაუშვებელი უნდა იყოს ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის. ლეგენდარული ფეხბურთელი მოუწოდებს ფიფას მაღალჩინოსნებს, რომ ამ წესებს მხარი არავითარ შემთხვევაში არ დაუჭირონ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული