მანქანის გამტაცებელი

AutoSharing Option
ბელგიური პოლიციის ცნობით, "გენკის" 20 წლის ცენტრალური თავდამსხმელი, კონგოური წარმოშობის კრისტიან ბენკეტე ორ მეგობართან ერთად ავტომანქანის გატაცებასა და მისი მესაკუთრის სასტიკად ცემაშია ბრალდებული. სამართალდამცავებმა პირველ ეტაპზე ის მხოლოდ მოწმის სტატუსით დაკითხეს.

იმავე დღეს კრისტიანი კლუბის ვებგვერდზე ამტკიცებდა, არაფერ შუაში ვარ, აქ რაღაც გაუგებრობააო, მაგრამ ამ ამბებიდან 24 საათში ბაზაზე მას გამომძიებელი ესტუმრა, ვინც მას უფლებები გააცნო, ხელბორკილები დაადო და წინასწარი დაკავების საკანში უკრა თავი. გაიმართა წინასწარი სასამართლო მოსმენა, სადაც მოსამართლემ მას ქალაქიდან გაუსვლელობის ხელწერილი დაადებინა და გირაოს თანხის შეტანის შემდეგ
გაათავისუფლა.

ბუნებრივია, რომ თუკი ბენკეტეს წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება დამტკიცდა, ეს მის კარიერას სერიოზულ დაღს დაასვამს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ხნით მოისურვებს პროკურატურა საზოგადოებისგან ფეხბურთელის იზოლირებას. ექსპერტები კრისტიანს დიდ მომავალს უწინასწამეტყველებდნენ. მის ანგარიშზე ბელგიის ასაკობრივ ნაკრებებში ჩატარებულ 28 შეხვედრაში გატანილი 19 გოლია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული