სასჯელი კრივის ილეთებისთვის

AutoSharing Option
“ფეიენოორდის” 25 წლის თავდამსხმელი გუიონ ფერნანდესი უახლოესი 2,5 თვე ვეღარ ითამაშებს, მაგრამ იმის გამო კი არა, რომ ტრავმა აქვს, იმიტომ, რომ ამხელა კაცს ჯერ ვერ უსწავლია, მოედანზე ფეხბურთის სათამაშოდ უნდა გავიდეს და არა საჩხუბრად და მუშტების უადგილო ადგილას საქნევად.

მე-12 ტურში “ნაიმეგენის” (0:1) წინააღმდეგ მეტოქეს მან მუშტი ორჯერ უთავაზა. მსაჯმა ტომ ვან ზიხემმა ეს ეპიზოდი ვერ დაინახა, მაგრამ არაფერი გამოპარვიათ კამერებს. სადისციპლინო კომიტეტის წევრებმა ფერნანდესს შარშან “ექსელსიორში” თამაშის დროს ჩადენილი ანალოგიური საქციელიც გაუხსენეს, როცა ასევე მუშტებით გაუმასპინძლდა ალკმაარელ მეტოქეს, რისთვისაც
3 მატჩით დასაჯეს.

რახან ქმედება განმეორებითია, ამჯერად ფეხბურთელს 6 ტურის გამოტოვება მოუწევს. პირველი წრის დასრულებამდე კი სულ 5 ტურია დარჩენილი, რის შემდეგაც გუნდები საშობაო-საახალწლო შვებულებაში გადიან. ჩემპიონატის 22 იანვარს განახლდება. ერთ მატჩს ის მეორე წრეშიც გამოტოვებს. თამაშის უფლება ფერნანდესს მხოლოდ მე-19 ტურში მიეცემა “აიაქსთან” 29 იანვარს დანიშნულ საშინაო შეხვედრაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული