ბლატერი ინგლისს ემხრობა

AutoSharing Option
ფიფას საინსპექციო კომისიამ გასული კვირა რუსეთში გაატარა, დღეს კი ოთხდღიანი ვიზიტით ინგლისს ესტუმრა, სადაც 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის კანდიდატის ინფრასტრუქტურას გაეცნობა.

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს წარმომადგენლები ლონდონის, მანჩესტერის, სანდერლენდისა და ნიუკასლის სტადიონებს დაათვალიერებენ, ასევე დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის მოადგილეს შეხვდებიან.

ამასობაში, ფიფას პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა განაცხადა, რომ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ინგლისში ჩატარება ყველაზე იოლი ვარიანტი იქნებოდა.

"აქ ყველაფერი იოლადაა. ინგლისში ჩინებული სტადიონები, განვითარებული ინფრასტრუქტურა და შესანიშნავი გულშემატკივრები არიან", - ციტირებს ბლატერის სიტყვებს თჰე შუნ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთისა და ინგლისის
გარდა, 2018 წლის მუნდიალის მასპინძლობის პრეტენდენტები არიან აშშ, იაპონია და ორი წყვილი – ესპანეთი-პორტუგალია და ბელგია-ჰოლანდია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული