სურკისმა 2,5 მილიონი დააწესა

AutoSharing Option
კიევის "დინამოს" პრეზიდენტმა იგორ სურკისმა მნიშვნელოვნად გაზარდა პრემიალური თანხა, რომელსაც თავისი გუნდის ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრისთვის შეპირდა. თავდაპირველად სურკისმა 1,5 მილიონი ევრო დაასახელა, ახლა კი მილიონი წაამატა.

ანალოგიური პრემიალურები პრეზიდენტმა 2009 წელსაც დააწესა, ოღონდ მაშინ სურკისი "დინამოსგან" უეფას თასის მოგებას მოითხოვდა.

რაც შეეხება ახლანდელ ჩემპიონთა ლიგას და კიეველთა მასში მოხვედრის შანსებს, თავად განსაჯეთ: საკვალიფიკაციო რაუნდში "დინამოს" მეტოქე ჰოლანდიური "აიაქსია", რომელმაც კიევში 1:1-ს მიაღწია და ამსტერდამულ მატჩში ფავორიტად მიიჩნევა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული