აპია ნაკრებს გამოეთხოვა

AutoSharing Option
განის ნაკრების კაპიტანმა სტივენ აპიამ სანაკრებო კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ფეხბურთელმა აფრიკული გუნდის შემადგენლობაში მსოფლიოს ორ ჩემპიონატზე იასპარეზა და სამხრეთ აფრიკის მუნდიალზე მეოთხედფინალშიც ითამაშა. სულ მის ანგარიშზე 69 სანაკრებო მატჩი და 17 გატანილი გოლია.

"ნაკრებში აღარ ვითამაშებ, რადგან საკლუბო კარიერა მაქვს მისახედი. იტალიის სერია A-ს ახალბედა "ჩეზენასთან" კონტრაქტი გავაფორმე და მსურს, ჩემს ახალ გუნდს იტალიურ ელიტაში დამკვიდრებაში დავეხმარო. გულწრფელ მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც მენდო და საერთაშორისო დონეზე ქვეყნის ღირსების დაცვა მანდო. მეამაყება, რომ განური ფეხბურთის ბოლოდროინდელ წარმატებებში ჩემი მცირეოდენი
წვლილიცაა. ჩემი ნაკრების ერთგული ვრჩები, მაგრამ ფეხბურთელის კარიერა ხანმოკლეა, ამიტომ მსურს, დარჩენილი დრო მაქსიმალურად გამოვიყენო და უმაღლეს დონეზე ვითამაშო. მსურს, ყველა გულშემატკივარსა და განელ ხალხს მადლობა ვუთხრა", - განაცხადა აპიამ, ვისაც თავის დროზე "უდინეზეში", "პარმაში", "ბრეშაში", "იუვენტუსში", "ფენერბაჰჩესა" და "ბოლონიაში" უთამაშია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული