სილვესტრმა შოთას უარი უთხრა

AutoSharing Option
"ეკიპის" ცნობით, ლონდონის "არსენალისა" და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა მიკაელ სილვესტრმა უარით გაისტუმრა თურქული "ქაისერისფორის" წინადადება. ფრანგული გამოცემის მტკიცებით, შოთა არველაძის კლუბმა 33 წლის ფრანგს წლიურ ხელფასად 1,3 მილიონ ევროს სთავაზობდა, მაგრამ სილვესტრმა თურქეთში გადაბარგება არ ისურვა. ცნობილია, რომ ვეტერან მცველს ლონდონის "ფულემიც" ეპატიჟება. ინგლისელები სილვესტრს "ქაისერზე" ნაკლებ ფულს პირდებიან, მაგრამ ნისლიან ალბიონს შეჩვეული ფეხბურთელი ალბათ მაინც "ფულემის" ვარიანტს აირჩევს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული