ბექზი ისევ ჩემპიონია

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს გალაქსიმ" ჰიუსტონის "დინამოს" 1:0 დამარცხების შემდეგ მლს-ის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ეს მესამე ოქროს მედალია კლუბის არსებობის ისტორიაში, იქამდე "გალაქსის" ჩემპიონატში 2002 და 2005 წლებშიც გაუმარჯვია. ერთადერთი გოლი ჰიუსტონელთა კარში ლენდონ დონოვანმა 72-ე წუთზე გაიტანა. მნიშვნელოვანია ის, რომ შესაძლოა ეს მატჩი უკანასკნელი აღმოჩნდეს აღნიშნული კლუბის რიგებში მისი უმთავრესი ვარსკვლავის დევიდ ბექჰემისთვის, რადგან ამიერიდან ის თავისუფალი აგენტია და სადაც მოისურვებს, კარიერას იქ განაგრძობს.

მიუხედავად იმისა, რომ დევიდი კარიერაში მოპოვებული მორიგი საჩემპიონო ოქროს მედლით წარმოუდგენლად ბედნიერი იყო, მან მცირე კომენტარის გაკეთება
არც სამომავლო გეგმებზე დაიზარა: "გალაქსისთან" ერთად მლს-ის ჩემპიონატის მოგება 2007 წლის ივლისის მერე მინდოდა.

და აი, როგორც იქნა ეს დღე დადგა. ამერიკულ კარიერაში ჩემთვის ეს ყველაზე ბედნიერი წუთებია. რაც შეეხება ჩემ მიმართ სხვა კლუბების ინტერესს, ამჟამად რამე ღირებულის თქმა არ შემიძლია... ჯერჯერობით მაინც. ამ წუთას მხოლოდ მოლხენა და ბედნიერი წუთებით ტკბობა მინდა. შემდეგ კი კარგი დასვენებაც არ მაწყენდა. გადაწყვეტილებას მხოლოდ შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ მივიღებ. საბოლოოდ სულაც არ მითქვამს, რომ აქედან სადმე წასვლას ვაპირებ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული