მარკევიჩი ნაკრების მომავალს ვერ ხედავს

AutoSharing Option
უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადამდგარმა მირონ მარკევიჩმა განაცხადა, რომ ამ გუნდს მომავალს ვერ ხედავს. შეგახსენებთ, რომ მარკევიჩი ქვეყნის ნაკრებსა და ხარკოვის "მეტალისტს" ერთდროულად თავკაცობდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მისი კლუბი 9 ქულის ჩამოკლებითა და 25-ათასევროიანი ჯარიმით დასაჯეს, პროტესტის ნიშნად ეროვნული გუნდი დატოვა.

"უკრაინაში ერთ წამში ყველა იმდენად წესიერი და პატიოსანი გახდა, რომ ცრემლებს ძლივს ვიკავებ. "მეტალისტი" გამოიჭირეს და ბოროტებისა და კრიმინალის ბუდის იმიჯს უქმნიან. სხვათა შორის, ამ გუნდის მწვრთნელი ვარ და ხალხს ეჭვი ჩემი პერსონის მიმართაც უჩნდება. აქედან გამომდინარე,
უკრაინის ნაკრების ხელმძღვანელობის მორალური უფლება არ მაქვს. ნაკრებიდან ჩემი წასვლის საკითხი რახანია მწიფდებოდა. ყველაფერი არანორმალურად დაიწყო: თითქოსდა, დამნიშნეს და ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ მერე "კარპატისა" და "მეტალისტის" ჩაწყობილი მატჩის თემა გაჩნდა. რატომღაც, ეს თემა ხსენებული მატჩიდან ორი წლის შემდეგ ამოტივტივდა, რაღაც ვიდეოკასეტაც უპოვიათ. თავს ნაკრების მწვრთნელად ვერ ვგრძნობდი, ხოლო როცა ევროპის ჩემპიონატის კენჭისყრაზე მივედი, ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტმა ბრძანა, რომ სულ სხვა მწვრთნელი სჭირდებოდა – ალბათ, მაშინვე უნდა გადავმდგარიყავი. მაგრამ არ შევიმჩნიე, შემდეგ 4 თამაში ჩავატარეთ, ვაკვირდებოდი, ვაანალიზებდი. ჯერჯერობით ყველა ნიუანსს ვერ გამოვამზეურებ, იმიტომ რომ საინტერესო არ არის და თავის მართლებად ჩამეთვლება. მაგრამ მერწმუნეთ, როცა გადადგომის განცხადებით გამოვედი, ვიცოდი, რასაც ვაკეთებდი. უკრაინის ამ ნაკრების მომავალს ვერ ვხედავ", - განუცხადა მირონ მარკვიჩმა BBC-ს ჟურნალისტს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული