იმ ეპიზოდში "რეინჯერსის" კარის მცველი მსაჯმა ლაიან ბრაინსმა გააფრთხილა, თუმცა საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ საკუთარი კლუბი ხსენებული თავის
28 წლის მაკგრეგორს "რეინჯერსთან" სამწლიანი კონტრაქტი ჰქონდა დარჩენილი, თუმცა შოტლანდიის ჩემპიონმა გადაწყვიტა საუკეთესო მოთამაშეებს ხელშეკრულებები განუახლოს. ეს მაკგრეგორის გარდა თავდამსხმელ კენი მილერსა და მარად საიმედო მარცხენა მცველს საშა პაპაჩსაც შეეხება. სხვათა შორის, უკვე კარგა ხანია ამბობენ, რომ მაკგრეგორის ყიდვა "ტოტენჰემს", "ბენფიკასა" და "ნიუკასლს" სურს, მაგრამ ამ გუნდებს კონკრეტული ნაბიჯები არ გადაუდგამთ. ახლა, თუ მეკარე მართლა გააფორმებს გლაზგოელებთან კონტრაქტს 2015 წლამდე, მისი სატრანსფერო თანხა მნიშვნელოვნად გაიზრდება.
რამდენადაც "დეილი მეილისთვის" გახდა ცნობილი, აგენტებმა მაკგრეგორს აუხსნეს, რომ "რეინჯერსთან" კონტრაქტის გახანგრძლივებით არაფერს ჰკარგავს. გუნდის მწვრთნელს უოლტერ სმიტს ის შოტლანდიის ყველაზე საიმედო გოლკიპერად მიაჩნია, თუმცა არის პრობლემებიც - ერთხელ, მთვრალი, შოტლანდიელთათვის ძალიან ცნობილ და ხმაურიან სკანდალში გაეხვა. სხვათა შორის, მაშინ სმიტი მაკგრეგორის გუნდიდან გაგდებას აპირებდა.