სასამართლო განხილვის ეტაპი

AutoSharing Option
დღეს თურქეთის პროკურატურა გარიგებული საფეხბურთო მატჩების სკანდალის გამო დაკავებული 93 ადამიანის საქმეს სასამართლოში გადაგზავნის.

ქვეყნის პრეზიდენტმა აბდულა გიულმა ხელი უკვე მოაწერა კანონს, რომელიც სკანდალში გახვეული პირების მდგომარეობას ბევრად ამსუბუქებს (რაც ოპოზიციის კრიტიკის საფუძველი გახდა). ამის მიუხედავად, თუკი ბრალდება დაუმტკიცდა, განსასჯელთაგან ყველაზე გავლენიან ფიგურას, "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტ აზიზ ილდირიმს 114 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. შეგახსენებთ, რომ "ფენერბაჰჩეს" ბუკმეიკერული სკანდალების გამო ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლის უფლება და თურქეთის ჩემპიონის ტიტული ჩამოართვეს.

სერიოზული სანქციები ემუქრებათ "ტრაბზონსპორის", "ბეშიქთაშის", "გალათასარაის", "ფენერბაჰჩეს" "ბურსასპორისა" და "ეშკიშეჰისპორის" ფუნქციონერებსაც.

ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული