კორეული სანქციები ჭორი ყოფილა

AutoSharing Option
მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებები საკმაო ხნის განმავლობაში ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრების მწვრთნელი და რამდენიმე ფეხბურთელი მსოფლიოს ჩემპიონატზე წარუმატებელი გამოსვლის გამო სამშობლოში რეპრესიებისა და სანქციების მსხვერპლნი გახდნენ. იმასაც კი ამბობდნენ, მწვრთნელი კიმ-ჯონ ჰუნი საკონცენტრაციო ბანაკში მიაბრძანესო. ფიფამ შექმნა სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც ამ საკითხის შესწავლას შეუდგა და დღეს დასკვნაც გამოიტანა.

ფიფას ოფიციალური განცხადებით, სამშობლოში დაბრუნებული გუნდის წევრების მიმართ ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებას არანაირი სანქციები არ გამოუყენებია და ყველაფერი, რაც აქამდე ამ თემის ირგვლიც ითქვა, ჩვეულებრივი ჭორია.

"კორეის სახალხო
დემოკრატიული რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაციამ დაგვარწმუნა, რომ ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, ბატონი კიმ-ჯონ ჰუნი და გუნდის ყველა ფეხბურთელი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ საქმიანობას. ფიფამ ასევე დაადგინა, რომ ნაკრების წევრთა მიმართ არანაირი სანქციები არ გამოყენებულა. არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, ფიფა ამ საკითხს დახურულად აცხადებს", - ნათქვამია მსოფლიოს ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის განცხადებაში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული