ვეტერანთა პრობლემები

AutoSharing Option
კიევის "დინამოს" 36 წლის გოლკიპერმა ალექსანდრ შოვკოვსკიმ 5 დეკემბერს უკრაინის ჩემპიონატის მე-19 ტურში დონეცკის "მეტალურგის" წინააღმდეგ თამაში გამოტოვა.

მას მეორე დღესვე დაუკავშირდნენ ჟურნალისტები და უთამაშებლობის მიზეზები გამოჰკითხეს. აი, რას აცხადებს ფეხბურთელი:

"მეტალურგთან" თამაშის დაწყებამდე წვივების ტკივილმა შემაწუხა. გამოკვლევამ ცხადყო, რომ წლის ბოლომდე დარჩენილ ორ შეხვედრაში "კარპატისა" და "მაკაბის" წინააღმდეგ თამაშს ვეღარ შევძლებ". ვეტერანის მინდორზე დაბრუნების თარიღზე უკრაინული პრესა ჯერჯერობით არაფერს იუწყება.

დონეცკურ კლუბთან მატჩამდე ჯანმრთელობამ შეაწუხა "დინამოს" კიდევ ერთი დამსახურებული ვეტერანი ანდრეი შევჩენკოც.

35 წლის თავდამსხმელს მარცხენა მუხლი სერიოზულად ასტკივდა.
ექიმებს ჯერჯერობით საბოლოო დიაგნოზი არ დაუსვამთ, მაგრამ ეჭვობენ, რომ უკრაინის მრავალგზის ჩემპიონებს ანდრეი ზემოთ ხსენებულ მატჩებში ვეღარ დაეხმარება.

"დინამოს" ვებგვერდის ინფორმაციით, შოვკოვსკიცა და შევჩენკოც ინდივიდუალური, შემსუბუქებული პროგრამით ვარჯიშობენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული