უკრაინა დროებით კალიტვინცევს ჩააბარეს

AutoSharing Option
უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ, როგორც იქნა და, დაუკმაყოფილა მირონ მარკევიჩს თხოვნა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადადგომის შესახებ. შემცვლელიც უმალ მოუძებნეს - მარკევიჩის ყოფილი ასისტენტი იური კალიტვინცევი.

ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე გადაწყდა, რომ კალიტვინცევი ნაკრებს ამხანაგური მატჩებისთვის მოამზადებს, რომლებსაც უკრაინელები 4 და 7 სექტემბერს, შესაბამისად პოლონეთისა და ჩილეს ეროვნულ გუნდებთან გამართავს. თავად კალიტვინცევმა თქვა, ეჭვიც არ მეპარება, რომ სამწვრთნელო შტაბში მომხდარი ცვლილებები გუნდის მზადყოფნაზე არ აისახება.

ხსენებული მატჩების შემდეგ კალიტვინცევი ფედერაციას ანგარიშს ჩააბარებს და უკრაინული ფეხბურთის მმართველებს შესათანხმებლად ევრო-2012-სთვის მოსამზადებელ პროგრამასაც
წარუდგენს. სწორედ ამ შეხვედრაზე გადაწყდება, დარჩება კალიტვინცევი, თუ მას სხვა სპეციალისტი ჩაანაცვლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული