ასე გადარჩა "სელტიკი"

AutoSharing Option
შოტლანდია. პრემიერლიგა. XVIII ტური
აბერდინი-სენტ მირენი 2:2
გოლები: 1:0 ვერნონი (2), 2:0 ფელონი (17), 2:1 მაკლინი (34), 2:2 კერი (52)
გაძევება: ფაივი (90. აბერდინი)

სელტიკი-ჰართსი 1:0
გოლი: 1:0 ვანიამა (72)
ვერ გაიტანა პენალტი: ეგერტ ჯონსონი (90. ჰართსი)

ინვერნესი-დანდი 2:3
გოლები: 1:0 ჰეიესი (2), 2:0 მაკეი (47), 2:1 რასელი (51), 2:2 გოლობარტი (64 ს.კ.), 2:3 რასელი (78)
გაძევება: დევისი (83. ინვერნესი)

სენტ ჯონსტონი-მოზერუელი 0:3
გოლები: 0:1 დეილი (16), 0:2 მერფი (28), 0:3 მერფი (68)

ჰიბერნიანი-რეინჯერსი 0:2
გოლები: 0:1 იელავიჩი (61-პენ), 0:2 იელავიჩი (69)
დანფერმლაინი-კილმარნოკი გადაიდო

ბოლო
ორი ტურია შოტლანდიის პრემიერლიგაში თითო თამაში რომ არ გადაიდოს, არ შეიძლება - ამჯერად დანფერმლაინის "ისტ ენდ პარკზე" ადგილობრივი გუნდსა და "კილმარნოკს" თამაშის საშუალება ნისლმა არ მისცა.

ლიდერების ამბავი კი ასე იყო: "რეინჯერსმა" 26 წლის ხორვატი თავდამსხმელის, ნიკიცა იელავიჩის ორი გოლის წყალობით "ჰიბერნიანს" სძლია. აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმი ორივე გუნდმა ცუდად ითამაშა და არც მეორე ტაიმის დასაწყიში იყო დიდი სანახაობა, მაგრამ შეხვედრის დასრულებამდე ნახევარი საათი რომ დარჩა, "რეინჯერსმა" გაიხსენა, რომ ქვეყნის ჩემპიონია და მოიგო.

20 წლის კენიელმა ნახევარმცველმა ვიქტორ ვანიამამ კი "სელტიკის" შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა.

ამ შეხვედრაში გლაზგოელებს ძლიერ გაუმართლათ კიდეც - 23 წლის ინგლისელმა მეკარემ, ფრეიზერ ფორსტერმა ბოლოწამს ეგერტ ჯონსონის დარტყმული პენალტი მოიგერია.

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ
1. რეინჯერსი 18 14 3 1 34-8 45
2. სელტიკი 18 13 2 3 36-14 41
3. მოზერუელი 17 10 3 4 23-18 33
4. სტ. ჯონსტონი 17 7 5 5 20-16 26
5. ჰართსი 18 6 4 8 16-14 22
6. კილმარნოკი 17 5 7 5 23-25 22
7. დანდი 18 5 6 7 24-29 21
8. სტ. მირენი 18 5 6 7 17-23 21
9. ინვერნესი 18 4 3 11 24-36 15
10. აბერდინი 17 3 5 9 19-25 14
11. ჰიბერნიანი 17 3 5 9 16-28 14
12. დანფერმლაინი 17 3 5 9 20-36 14

ბომბარდირები: 12 - იელავიჩი (რეინჯერსი); 10 - ჰუპერი (სელტიკი); 9 -ნეისმითი (რეინჯერსი); 8 - სტოკსი (სელტიკი); 7 - დეილი (დანდი), ჰეფერნანი (კილმარნოკი), ო’კონორი (ჰიბერნიანი); 6 - ჰიგდონი (მოზერუელი), მერფი (მოზერუელი), სანდაზა (სენტ ჯონსტონი), შილსი (კილმარნოკი), შინი (ინვერნესი), ტეიდი (ინვერნესი), ვერნონი (აბერდინი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული