სიმართლე კრუიფის მხარეს

AutoSharing Option
ჰოლანდიის ქალაქ ჰაარლემის სასამართლომ "აიაქსის" დირექტორატის გადაწყვეტილება, კლუბის ტექნიკურ დირექტორად ლუის ვან გაალის დანიშვნის შესახებ დროებით შეაჩერა.

მიზეზი კი ის არის, რომ კლუბის აქციონერებმა აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ თავიანთი პოზიციის დასაფიქსირებლად დრო ითხოვეს.

კრება კენჭისყრით დაამტკიცებს ან უარყოფს დირექტორატის მიერ მიღებულ დადგენილებას. შეგახსენებთ, რომ "აიაქსის" ოთხმა დირექტორმა ვან გაალი თანამდებობაზე ისე დანიშნა, რომ წინასწარ ამის შესახებ არავინ გაუფრთხილებია.

ინფორმაცია იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პირველ დღეებში ჰოლანდიური პრესა ვან გაალსა და კრუიფს შორის დიდ შერიგებაზეც კი ალაპარაკდა. მათ ვერ წარმოედგინათ, თუ მსგავსი
რამ შეიძლებოდა "მფრინავი ჰოლანდიელის" ზურგს უკან მომხდარიყო. კრუიფმა სწორედ ამის შემდეგ განიზრახა სასამართლოს გზით თავისი სიმართლის დამტკიცება.

აქციონერთა კრება დიდი ალბათობით გააუქმებს დირექტორების გადაწყვეტილებას, რადგან უმეტესად სწორედ იოჰანის გავლენის ქვეშ არიან.

ისინი ხვდებიან, რომ ვან გაალის დანიშვნა კლუბში კრუიფის გეგმებს ხელს შეუშლის. დიდმა ჰოლანდიელმა მოსამართლის გადაწყვეტილებას აიაქსელების გამარჯვება უწოდა. კლუბის ხემლძღვანელობას ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული