ბლოხინთან არავის დაურეკავს

AutoSharing Option
"ნაკრები?", - გაუკვირდა ოლეგ ბლოხინს, ვისაც უკრაინული გამოცემა "ბლიკის" ჟურნალისტი დაუკავშირდა.

"ჩემთან არავის დაურეკავს. განვიხილავ თუ არა ნაკრების სათავეში დაბრუნების წინადადებას? ჯერჯერობით მეტისმეტად ნაადრევია ამაზე საუბარი. ნაკრებში არავინ მეძახის და რა პასუხს ელით ჩემგან? როცა დამიძახებენ, აი, მაშინ ვილაპარაკოთ", - უკრაინული ფეხბურთის ლეგენდა გულწრფელად გაკვირვებული იყოო, წერს "ბლიკის" კორესპონდენტი.

ამასობაში, უკრაინის ნაკრების დამრიგებლად დროებით დანიშნული იური კალიტვინცევი საქმეს ენერგიულად შეუდგა. მისი ინიციატივით, ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბს უახლოეს დღეებში კიევის "დინამო-2"-ის დამრიგებელი გენადი ლიტოვჩენკო და მისი ასისტენტი სერგეი რებროვი შეავსებენ.

ორივე
სპეციალისტმა უკრაინის ნაკრებში მუშაობაზე თანხმობა უკვე თქვა, თანაც, კალიტვინცევი თანახმაა, ლიტოვჩენკომ და რებროვმა "დინამოში" მუშაობაც გააგრძელონ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული