ბურიხტერი უკვე ჯანზეა

AutoSharing Option
"აიაქსის" ბოლო თამაშებმა ნათლად დაგვანახვა, რომ მიუხედავად ტალანტისა, ლორენცო ებესილიოს, თუნდაც ასაკის გამო, არ შეუძლია დერკ ბურიხტერის ღირსეულად შეცვლა.

სწორედ ამიტომ იყო, რომ ამსტერდამელთა ბანაკში სიხარულით მიიღეს ცნობა იმის შესახებ, რომ რომ "აიაქსის" მარცხენა თავდამსხმელი მწყობრში ჩადგა და თამაშს უახლოეს მატჩებშივე შეძლებს.

ჰოლანდიის ნაკრების კანდიდატმა (მიუხედავად იმისა, რომ უკვე მიიწვიეს, "ნარინჯისფერთა" რიგებში ჯერ მას არ უთამაშია) ჩემპიონატის რამდენიმე შეხვედრა ფეხის ტრავმის გამო გამოტოვა. ის არ იყო ჩემპიონთა ლიგაში "რეალის" წინააღმდეგ გადამწყვეტ შეხვედრაშიც.

ფრანკ დე ბურს იმედი აქვს, რომ დერკი მას
"დენ ჰააგისა" (ერედივიზიე) და "ალკმაარის" (ჰოლანდიის თასის 1/16-ფინალი) წინააღმდეგ მატჩებში დაეხმარება.

ამ შეხვედრებში "აიაქსს" შეიძლება დაუბრუნდეს ტეო იანსენიც, ვინც ტრავმის გამო "ვაალვაიკთან" ვერ ითამაშა. შეძლებს თუ არა იანსენი მინდორზე გამოსვლას, ამას ფრანკ დე ბური და ექიმები რამდენიმე დღეში გადაწყვეტენ. რაც შეეხება სხვა ტრავმირებულებს: სიმ დე იონგი, ტობი ალდერვეირელდი, ნიკოლაი ბოილესენი, კოლბეინ სიტგორსონი და ანდრე ოოიერი ფეხბურთს იანვარშიღა თუ დაუბრუნდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული