ეტო'ო დისკვალიფიცირებულია

AutoSharing Option
კამერუნის ნაკრების თავდამსხმელ სამუელ ეტო'ოს ფეხბურთის ფედერაციამ სანაკრებოდ 15-მატჩიანი დისკვალიფიკაციით მიუსაჯა.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ფედერაციამ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც უკვე მოაწერა ხელი დისციპლინარული კომისიის ხელმძღვანელმა. სანქციები დაეკისრათ ასევე მის თანაგუნდელებს ეიონგ ენოს (აიაქსი) - 2 მატჩი. ბენუა ასუ ეკოტო (ტოტენჰემი) - ფულადი ჯარიმა.

გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ ფეხბურთელებმა ამა წლის 15 ნოემბერს უარი თქვეს ალჟირის ნაკრებთან მატჩში მონაწილეობაზე, რადგან იქამდე ფედერაციის მიერ მათთვის შეპირებული პრემიალური თანხები არ ჰქონდათ მიღებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული