ვან ნისტელროი და ნაკრები

AutoSharing Option
35 წლის თავდამსხმელი რუუდ ვან ნისტელროი ამა წლის აგვისტოდან "მალაგაში" საკმაოდ მაღალ დონეზე ასპარეზობს.

ამ დღეებში ფეხბურთელმა თავად განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატისთვის ჰოლანდიის ნაკრებში სიამოვნებით დაბრუნდებოდა.

ვარსკვლავი დარწმუნებულია, რომ მას ჯერ კიდევ შეუძლია გუნდს სარგებელი მოუტანოს. უკანასკნელად მან მარტში ითამაშა "ნარინჯისფერთა" რიგებში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში უნგრეთის წინააღმდეგ (5:3), სადაც გოლიც გაიტანა.

"უკანასკნელ შეხვედრაში მე შევძელი გუნდის დახმარება. ვფიქრობ, ამის გაკეთება მომავალშიც შემიძლია. მოუთმენლად ველოდები მიწვევას ბერტ ვან მაარვიკისგან," - განუცხადა "სოკერვეის" თავდამსხმელმა.

შეგახსენებთ, რომ რუუდი ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი თავდამსხმელია
ჰოლანდიური ფეხბურთის (და არამხოლოდ ჰოლანდიურის) ისტორიაში.

მიუხედავად იმისა, რომ მას ტრავმების გამო ძალიან ბევრი გაუცდა, მის ანგარიშზე დღემდე ჩატარებულ 710 ოფიციალურ შეხვედრაში 432 გოლია. "ნარინჯისფერთა" რიგებში მან 70 თამაშში თავი 35-ჯერ გამოიჩინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული