ბრანდაუმ რუბინი აირჩია

AutoSharing Option
"მარსელის" ბრაზილიელი ფორვარდი ბრანდაუ კარიერას ყაზანის "რუბინში" გააგრძელებს. მას გერმანული "შალკეც" ეპატიჟებოდა, მაგრამ იმის გამო, რომ "რუბინმა" გაცილებით სოლიდური ანაზღაურება შესთავაზა, არჩევანიც მის სასარგებლოდ გააკეთა. ბრანდაუ "რუბინში" წელიწადში 2,5 მილიონ ევროს იშოვის.

იგი "მარსელში" 2009 წელს გადავიდა დონეცკის "შახტიორიდან" და ფრანგული კლუბის შემადგენლობაში ჩატარებულ 61 მატჩში 20 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული