საუკეთესო აფრიკელი

AutoSharing Option
აფრიკის საფეხბურთო კონფედერაციამ კონტინენტის 2011 წლის საუკეთესო ფეხბურთელად "მანჩესტერ სიტის" კოტდივუარელი ნახევარმცველი იაია ტურე დაასახელა.

დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი განის დედაქალაქ აკრში შედგა. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს აფრიკის საფეხბურთო ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა და ტექნიკურმა დირექტორებმა.

"სიტის" წარმომადგენელმა "მარსელის" თავდამსხმელ ანდრე აიუსა და "ბარსელონას" საყრდენ სეიდუ კეიტას აჯობა. გარდა ამისა ასკ-მ სხვა "სპილოებიც" დაარიგა.

ცალკე პრიზი გადაეცა აფრიკის კონტინენტზე მოასპარეზე საუკეთესო ფეხბურთელს - ასეთად ტუნისის ნაკრებისა და "ესპარანსის" შემტევი ნახევარმცველი ოსუმა დარაგი დაასახელეს; "ტოტენჰემის" აკადემიის აღზრდილი სულეიმან კულიბალი ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად აღიარეს; საუკეთესო
აფრიკელ არბიტრად ივუარელი ნუმანდიზ დოუე მიიჩნიეს.

ნიგერიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი არუნუ დოული წლის მწვრთნელის ჯილდოს დაეუფლა; წლის ნაკრებად კი აფრიკის ეროვნებათა თასის შესარჩევ ეტაპზე მიღწეული წარმატებებისთვის ბოტსვანის ეროვნული გუნდი დაასახელეს; აფრიკის ჩემპიონთა თასის მფლობელი ტუნისური "ესპარანსი" წლის ყველაზე წარმატებული კლუბი გახდა. სპეციალური პრიზი ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ვეტერანებს მუსტაფა ჰაჯისა (მაროკო) და ჯეიჯეი ოკოჩას გადაეცათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული