იოჰან კრუიფი: ლიოვი მოურინიოზე საშიშია

AutoSharing Option
ამ დღეებში იოჰან კრუიფმა კატალონიურ გამოცემა "დიარი არას" ინტერვიუ მისცა, სადაც უკმეხად მოიხსენია "ბარსას" ხელმძღვანელობა. გარდა ამისა ის რამდენიმე საინტერესო თემასაც შეეხო.

- ამ კლუბში არ სჭირდებათ ჩემი ცოდნა, მათ მხოლოდ ჩემი სახელის გამოყენება სურთ. მაგრამ მე ნამდვილად არ ვარ ის, ვინც ყველას დაიცავს კრიტიკისგან... უკან როცა ვიხედები, ვხედავ, რომ აღვზარდე ხალხი, რომელიც ფეხბურთს ისევე ხედავს, ისევე ჭვრეტს, როგორც მე.

სწორედ გვარდიოლაა ის ადამიანი, რომელსაც ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევა შეუძლია. შეიძლება ხედავდე კიდეც ფეხბურთელს, რომელიც თავის გუნდში კარგად გამოიყურება, მაგრამ
შენ ის უნდა აიძულო, რომ ზუსტად ასევე ითამაშოს მსოფლიოს საუკეთესო კლუბში.

როცა გვარდიოლას მთავარ მწვრთნელად ნიშნავდნენ ალბათ 95% ვერ წარმოიდგენდა, რომ გუნდი ასეთ მწვერვალებს შესწვდებოდა. ისე მოხდა, რომ იმ ადამიანის სახელი, რომელსაც პეპის შეცვლის პოტენციალი აქვს, უცნობია. აქ ბევრი რამ არის დამოკიდებულია დეტალებზე, ხარისხზე, ხასიათსა და მენტალიტეტზე.

ინტერვიუს დასასრულს კორესპონდენტმა კრუიფს ჟოზე მოურინიოს შემდეგ "რეალის" მთავარ მწვრთნელად იოახიმ ლიოვის შესაძლო დანიშვნაზე ჰკითხა აზრი. ჰოლანდიელის პასუხი მოკლე და კონკრეტული იყო: "ბარსასთვის" ლიოვი ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე მოურინიო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული