დუმბია რუსეთის საუკეთესო ფეხბურთელია

AutoSharing Option
ყოველწლიურ გამოკითხვას საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად რუსეთში ტრადიციულად გამოცემა "ფუტბოლი" ატარებს.

ამჯერად მონაწილეობა სულ 299 ჟურნალისტმა მიიღო. მათი შერჩევის პრინციპი მარტივია: ისინი იმ ქალაქს უნდა წარმოადგენდნენ, რომლის კლუბიც უმაღლეს ლიგაში ასპარეზობს.

ჟურნალისტებმა 2011 წლის საუკეთესო ფეხბურთელად მოსკოვის ცსკა-ს 23 წლის ივუარელი თავდამსხმელი სეიდუ დუმბია დაასახელეს (591 ქულა), მეორე ადგილზე მოსკოვის "დინამოს" უკრაინელი შემტევი ანდრეი ვორონინი გავიდა (505 ქულა). მათ დანარჩენ პრეტენდენტებს დიდი უპირატესობით აჯობეს. გამოკითხულებმა სულ 45 გვარი დაასახელეს.

ცსკა-ს თავდამსხმელს გაზეთი "სპორტ ექსპრესი" დაუკავშირდა და ინტერვიუ სთხოვა. აფრიკელმა ყველაფერზე გულწრფელად
ილაპარაკა:
- სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, თუ მოვლენები ასე სწრაფად განვითარდებოდა. ვიცი ჩემი ძლიერი მხარეები და ვაპირებდი, რომ ისინი ცსკა-ს სასიკეთოდ რაც შეიძლება ეფექტურად გამომეყენებინა. მეორე საკითხია, რომ როგორღაც მოვახერხე და ადაპტაცია ძალიან მალე გავიარე. ვერ ვიფიქრებდი, რომ პრობლემები ასე სწრაფად მოგვარდებოდა.

ჩემთვის ყველაზე დიდი გამოცდა ამ ქვეყანაში ჩამოსვლის შემდეგ რუსული ზამთარი იყო. წინა წლის დეკემბერში იყო ეს თუ წელს იანვარში, ეს აღარ მახსოვს, მაგრამ ნამდვილად ასე მოხდა, ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ გასახდელში დაბრუნებულმა ცხარე ცრემლებით ვიტირე ტკივილისგან.

თითქმის ვეღარ ვმოძრაობდი. სწორედ ეს იყო ყველაზე ძნელად შესაგუებელი. კოტ დ’ივუარში თერმომეტრი როცა 25 გრადუსზე ქვემოთ ეშვება, ჩვენთვის ეს ისეთივე მომენტია, როგორც თქვენთან ყინვა. ჩემი ქვეყანა ეკვატორთან ახლოსაა. ევროპისგან განსხვავებით იქ წელიწადი 4 კი არა 2 ნაწილად იყოფა, წვიმებისა და გვალვის პერიოდებად. წვიმების დროს ერთადერთი რამ ხდება, ტემპერატურა ოდნავ ეცემა და ხანდახან იმდენი წყალი გეღვრება თავზე, თითქოს სათლიდან გასხამენო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული