კეჟმანი "პარტიზანის" სამსახურში

AutoSharing Option
ბელგრადის "პარტიზანის" პრეზიდენტი დრაგან ჯურიჩი კლუბიდან რამდენიმე დღის წინ დათხოვნილი მლადენ კრსტაიჩის შემცვლელს ეძებს.

შეგახსენებთ, რომ "შალკესა" და სერბეთის ნაკრების ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა პრეზიდენტი ტრანსფერებიდან შემოსული ფულის არარაციონალურად ხარჯვაში დაადანაშაულა, რის შემდეგაც ჯურიჩმა მას კარისკენ მიუთითა. პრეზიდენტი მატეა კეჟმანის აგენტს დაუკავშირდა და თანამშრომლობა შესთავაზა. 32 წლის სერბმა თავდამსხმელმა ორიოდე კვირის წინ კარიერის შესაძლო დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება.

აგენტი აცხადებს, რომ ჯურიჩთან შეხვედრას იანვრის პირველ რიცხვებში გეგმავს და შესაძლო თანამშრომლობის დეტალებიც მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული