ლუჩესკუ იცოცხლებს

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარის" მთავარი მწვრთნელი მირჩა ლუჩესკუ რუმინეთში ყოფნისას საკუთარი ჯიპით სერიოზულ ავარიაში მოჰყვა.

მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და ახლა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. "მისტერის" სანახავად (როგორც მას უკრაინაში შეარქვეს) უკვე ჩავიდნენ "შახტარის" პრეზიდენტი რინატ ახმეტოვი და მთავარი ექიმი არტურ გლუშჩენკო. ამ უკანასკნელის თქმით, ლუჩესკუს მდგომარეობა შეესაბამება მძიმე ოპერაციის შემდგომს და საშიში არაფერია.

იქამდე კი, ვიდრე "შახტარს" თავკაცი დაუბრუნდებოდეს, რინატ ახმეტოვის თქმით, გუნდს მისი თანაშემწეები მოამზადებენ. გთავაზობთ ამონარიდს ბიზნესმენის განცხადებიდან: "რუმინეთში ლუჩესკუს სანახავად ჩამოვედი. მის ტრანსპორტირებას არ ვაპირებთ, პირიქით, მსოფლიოდან
საუკეთესო ექიმების აქ ჩამოყვანას ვაპირებდით, მაგრამ "მისტერი" რუმინელ ექიმებს ენდობა და ამიტომ ამის საჭიროებასაც ვეღარ ვხედავთ. გარდა იმისა, რომ მირჩა "შახტარის" მთავარი მწვრთნელია, ის ჩემი დიდი მეგობარიც არის, ასე რომ, მის აქ ხშირად მიხილავთ ხოლმე.

ლუჩესკუს უკვე ვუთხარი, რომ მის დაბრუნებას მოუთმენლად ველით და უმოკლეს ხანებში გამოჯანმრთელება ვუსურვე. იქამდე კი, ვიდრე ის საავადმყოფოში იწვება, მთავარი მწვრთნელის ფუნქციებს მისი თანაშემწეები ალექსანდრ სპირიდონი, კარლო ნიკოლინი და მასიმო უგოლინი იტვირთებენ. ექიმები ამბობენ, რომ ჩემს მეგობარს გამოჯანმრთელებისთვის ოთხ კვირაზე მეტი დასჭირდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული