ბრიან ლაუდრუპს კიბო აღმოუჩინეს

AutoSharing Option
დანიის ნაკრების ყოფილ ვარსკვლავს ბრიან ლაუდრუპს ექიმებმა ორგანიზმში ლიმფომა აღმოუჩინეს – იგივე კიბო. მედიკოსების მტკიცებით, დაავადები ჯერჯერობით ადრეულ სტადიაშია და მიქაელ ლაუდრუპის უმცროსი ძმა, სწორი მკურნალობის შემთხვევაში, ამ სენის დამარცხებას შეძლებს.

41 წლის ბრიანმა აღიარა, რომ ნამდვილი შოკი განიცადა, როცა საკუთარი სენის შესახებ შეიტყო, თუმცა ექსფეხბურთელი ოპტიმისტურადაა განწყობილი და ცხოვრების ჩვეული რითმის შეცვლას არ აპირებს. ასე, მაგალითად, ლაუდრუპი ტელეკომპანია თV3-თან თანამშრომლობას გააგრძელებს და ჩემპიონთა ლიგის მატჩებს კომანტარებსაც გაუწევს.

შეგახსენებთ, რომ 1992 წელს ბრიან ლაუდრუპი დანიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა,
ხოლო მისი საკლუბო კარიერა ევროპის 9 სხვადასხვა გუნდში წარიმართა. უმცროსი ლაუდრუპი იტალიის, დანიის ორგზის და შოტლანდიის სამგზის ჩემპიონია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული