ლაპარაკია სარაგბო კლუბ "სეილ შარქსის" მესაკუთრე ბრაიან კენედიზე. "დაფ ენდ ფელპსის" წარმომადგენელთა თქმით, ინგლისელის წინადადება შეუსაბამო იყო.
ვერ გეტყვით, არის თუ არა ეს დაკავშირებული თავად კენედის მწვავე განცხადებებთან, რომელმაც ადმინისტრატორებს საქმის გაჭიანურებაში დასდო ბრალი, განაცხადა რა, რომ "რეინჯერსის" ინტერესებიდან გამომდინარე უკეთესი იქნებოდა, თუკი პოლ კლარკი ("დაფ ენდ ფელპსის" წარმომადგენელი კლუბში) და მისი ხელქვეითები პროცესს მაქსიმალურად სწრაფად წარმართავდნენ.
მას შემდეგ, რაც გამოცხადდა
მოგვიანებით "სქაი ნიუსისთვის" მოკლე კომენტარი გააკეთა თავად კენედიმაც: "მოხარული ვარ, რომ პროცესი დაიძრა და იმედს გამოვთქვამ, რომ ადმინისტრატორების არჩევანი პოლ მიურეისა და "ცისფერი რაინდების" წინადადებაზე შეჩერდება, რადგან მგონია, რომ ყველაზე უკეთ "რეინჯერსის" ღირსეულ მომავალზე სწორედ ისინი იზრუნებენ".
"სქოთიშ სანი" წერს, რომ არსებობს ჯერჯერობით დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომ "რეინჯერსის" ამჟამინდელი მესაკუთრე კრეიგ უაიტი, ვისმა საეჭვო პოლიტიკამაც კლუბი ლამის გაკოტრებამდე მიიყვანა, უარს აცხადებს მიურეისა და მისი ბიზნესპარტნიორებისთვის თავისი წილის გადაფორმებაზე.
ჩვენ, რასაკვირველია, ვერაფერს გეტყვით ამ საქმის იურიდიულ ასპექტებზე, ის კია, რომ პოლ კლარკის თქმით, ამჟამინდელ სიტუაციაში უაიტს არ აქვს უფლება კლუბის ბედი განკარგოს, რადგან "დაფ ენდ ფელპსი" "რეინჯერსის" მმართველად კანონმდებლობის სრული დაცვით არის დანიშნული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"