უკანასკნელი ინციდენტი "ჰართსთან" შეხვედრის (15 აპრილი, "ჰემპდენ პარკი", 1:2 ედინბურგელთა სასარგებლოდ) დასრულების შემდეგ "პროტესტანტთა" თავდამსხმელ ენტონი სტოუკსსა და მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს შორის მოხდა. ყოველივეს გამო შოტლანდიის პროფესიული ფეხბურთის ლიგა ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს სერიოზული სანქციებით ემუქრება.
"სკოტიშ სანის" ცნობით, საქმის შესწავლა მატჩის არბიტრის, ეუან მორისის სამატჩო ოქმის შესწავლის შემდეგ დაიწყო. გარდა უშუალოდ მინდორზე მომხდარი მოვლენებისა, მსაჯის ოქმიდან ირკვევა, რომ "კელტების" თავდამსხმელს, ეგონა რა,
თუმცა სტოუკსსა და მის ერთ შეხვედრას ვინ დაეძებს, როცა ნილ ლენონს გუნდის სათადარიგოთა სკამიდან ხელმძღვანელობა შეიძლება 17 (!) მატჩით აუკრძალონ. ჩრდილოირლანდიელი სპეციალისტის საქმის განხილვა შაბათს "ჰემპდენ პარკის" საკონფერენციო დარბაზშია დანიშნული, სადაც მას ბრალდებებზე პასუხის გაცემა მოუწევს. "დანაშაული", რომელიც მას ბრალდება, მსაჯების კრიტიკაა.
მაგალითად, მან "სელტიკი"-"რეინჯერსის" დროს ტექნიკური ზონიდან მისი გაძევების გამო გაოცება ვერ დაფარა. მის ბრალდებას უფრო ამძიმებს ის, რომ "სენტ ჯონსტონთან" შეხვედრის შემდეგ მან უკეთესი მსაჯობაც ინატრა.
დაგვეთანხმებით, ასეთი მძიმე დანაშაულების შემდეგ ლენონს არათუ 17 თამაშით, მთელი სეზონით ეკუთვნის დისკვალიფიკაცია. მოგვიტევეთ ასეთი სარკასტული ტონისთვის, მაგრამ... საფეხბურთო ჩინოსანთაგან მსაჯების დაცვის ფორმები უკვე მარაზმში გადადის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"