კრეიგ მური დალევის გამო დააპატიმრეს

AutoSharing Option
ავსტრალიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს კრეიგ მურს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში საქმე  საციხოდ აქვს. მიზეზი: მურმა, რომელიც ნაკრებიდან წასვლამდე მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობდა, ალკოჰოლური სასმელი დალია. როგორც სააგენტოები იტყობინებიან, "სოკერუს" მოთამაშეს განაჩენს კვირას გამოუტანენ.

მერე რა რომ დალიაო, იკითხავს გულუბრყვილო მკითხველი, რომელმაც აღმოსავლური კანონები არ იცის. საქმე ის გახლავთ, რომ საემიროებსი არ შეიძლება ვინმე ხალხს ნასვამი ეჩვენოს, მითუმეტეს კი სამართალდამცველებს ეკამათოს და გაუძალიანდეს. ერთი სიტყვით საქმე გვაქვს კულტურულ განსხვავებასთან, რომელმაც ავსტრალიელი შესაძლოა პატიმრობამდე მიიყვანოს.

ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 34 წლის ფეხბურთელის ოჯახს დახმარება
აღუთქვა. სამინისტრო ცდილობს ოჯახის წევრები მურთან დააკავშიროს, რათა ისინი დარწმუნდნენ, რომ ის კარგად არის. მოგეხსენებათ, მაჰმადიანურ ქვეყნებში პარასკევი და შაბათი დასვენების დღეებია, ასე რომ კვირამდე ფეხბურთელის საქმეს, ალბათ არავინ გაარჩევს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული