პლატინი - მარადონას: დიეგო, გაისტუმრე ვალი!

AutoSharing Option
30 ოქტომბერს ფეხბურთის არგენტინელ გენიოს დიეგო მარადონას 50 წელი უსრულდება. არგენტინის ნაკრების ექსთავკაცს ამ ღირსშესანიშნავი თარიღის ნეაპოლში აღნიშვნა სურს, სადაც საკლუბო კარიერის საუკეთესო წლები გაატარა. დიეგოს ძველი თანაკლუბელების შეკრება და საქველმოქმედო მატჩის მოწყობა აქვს ჩაფიქრებული. მაგრამ საქმე ის არის, რომ ლეგენდარულ ფეხბურთელს იტალიის საზღვრის გადაკვეთა შეიძლება დაპატიმრებად დაუჯდეს – დონ დიეგოს აგერ უკვე 20 წელია, აპენინური პროკურატურა გადასახადების დამალვაში ადანაშაულებს.

სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ მარადონას იტალიის ბიუჯეტისა მრავალი მილიონი დოლარი მართებს. ასე რომ, ნეაპოლში მარადონას იუბილე მხოლოდ იმ შემთხვევაში აღინიშნება, თუკი
"ალბისელესტეს" ყოფილი კაპიტანი იტალიური "საგადასახადოს" მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

...და რას ფიქრობს ამ სიტუაციასთან დაკავშირებით უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი? "მარადონა? თუკი მას იტალიის მიწაზე ფეხის დადგმა სურს, ფული უნდა გადაიხადოს. ვალი ვალია და კანონის წინაშე დიეგო ისეთივე ადამიანია, როგორც ნებისმიერი სხვა", - თქვა ევროპული ფეხბურთის ამჟამინდელმა მმართველმა. მოკლედ, სხვა გზა არ არის – ან მარადონა ძველ დავალიანებას დაფარავს და საყვარელ ნეაპოლელებს კიდევ ერთ დღესასწაულს აჩუქებს, თან თავადაც დატკბება იქაურების სიყვარულით, ან იტალიაზე ფიქრს მოეშვება და თავის იუბილეს კუბაში ან ვენესუელაში აღნიშნავს, სადაც მას ხელგაშლილი პრეზიდენტების ნებისმიერ მომენტში დახვედრის გარანტია აქვს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული