მარსელ დესაი განას უახლოვდება

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და ამ გუნდის შემადგენლობაში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა მარსელ დესაიმ კმაყოფილებით აღნიშნა, რომ განის ნაკრების მწვრთნელად მისი დანიშვნის იდეა განაში პრაქტიკულად ყველამ მოიწონა.

როგორც ცნობილია, მარსელ დესაი განაშია დაბადებული და საფრანგეთში ოთხი წლის ასაკიდან ცხოვრობს. თუმცა, დღესდღეობით სახელგანთქმული ფეხბურთელი უნისეფის ელჩია და საქველმოქმედო მისიას მშობლიურ განაში ხელმძღვანელობს. როცა განის ნაკრების მწვრთნელის თანამდებობა სერბმა მილოვან რაიევაცმა დატოვა, ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ ხანმოკლე ფიქრის შემდეგ წინ სწორედ დესაის კანდიდატურა წაწია.

"ყველა, სპორტის საქმეთა მინისტრით დაწყებული და ფედერაციის ხელმძღვანელობით დამთავრებული,
ჩემს კანდიდატურას ემხრობა. ისღა დაგვრჩენია, ფინანსურ დეტალებზე მოვრიგდეთ და ერთობლივ მუშაობაზე შევთანხმდეთ", - თქვა დესაიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული