კრიშტიანო რონალდომ ბარსელონასფორმიან 10 წლის გოგონას ავტოგრაფი არ მისცა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალისა" და პორტუგალიის ნაკრების ლიდერმა კრიშტიანო რონალდომ ავტოგრაფის მიცემაზე უარი უთხრა 10 წლის გოგონას, რომელსაც "ბარსელონას" ფორმა ეცვა. ეს პორტუგალიის ნაკრების ვარჯიშის დროს მოხდა.

გულნატკენი გოგონას მამამ რობერტ ფილიპემაც არ დაიზარა და ლისაბონურ გაზეთ "რეკორდში" წერილი გამოაქვეყნა:

"არცკი ვიცი, რა უნდა ვთქვა. ჩემს გოგონას დედის ნაჩუქარი საფეხბურთო მაისურა ეცვა, რომელიც არა მაინცდამაინც "ბარსას" სიყვარულის გამო, არამედ უბრალოდ, ბარსელონაში ყოფნისას შეიძინა. მადრიდში რომ გამგზავრებულიყო, ალბათ, რომელიმე ადგილობრივი გუნდისას იყიდიდა.

ძალიან მტკივნეული იყო ათი წლის ბავშვის დანაღვლიანებული თვალების ყურება. არ ვიცოდი,
როგორ უნდა ამეხსნა მისთვის, რატომ მოიქცა ასე ფეხბურთელი, რომლის ვარჯიშსაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში თვალს გაფაციცებული ადევნებდა".

მომზადებულია www.goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
მათხოვარი, ალბათ არა (ვგულისხმობ ამ სიტყვიდან გამომდინარე ფინანსურ მომენტს),მაგრამ დაუნი კი ნამდვილად არის (ვგულისხმობ სამედიცინო ტერმინოლოგიაში მიღებულ მნიშვნელობას).
0
სიამოვნებით გავჭიმავდი რონალდუს
mate
18:31 04-06-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული